უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 135 ბავშვი დაიღუპა და 184 დაიჭრა.

ბოლოდროინდელი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ორი ბავშვი დაიღუპა სასტიკი ბრძოლების დროს ქალაქ რუბიჟნეში, ლუგანსკის ოლქში.

ხუთშაბათს კი, 6 და 13 წლის ბავშვები დაშავდნენ დონეცკის ოლქში დაბომბვის შედეგად. ასევე, 3 მოზარდი - 13, 14 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ ნაღმის აფეთქებისას ზაპოროჟიეს რეგიონში. ისინი მელიტოპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი