პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქში ჩავა

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს პოლონეთში ვიზიტს გამართავს. ის უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ჟეშოვშიც ჩავა და სავარაუდოდ, ლტოლვილებსაც შეხვდება.

გარდა ამისა, სავარაუდოდ, ბაიდენი შეხვდება აშშ-ს 82-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის წევრებს, რომლებიც ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მზარდი განლაგების ნაწილია.

ბაიდენს ექნება ბრიფინგი უკრაინაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს. 

ომის დაწყებიდან პოლონეთს თავი ორ მილიონზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა. აშშ-ს პრეზიდენტი კოლეგას ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის მადლობას გადაუხდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი