აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შაბათს, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდება. ინფორმაციას CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. 

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, პრეზიდენს ასევე ექნება ძირითადი მიმართვა.

"ხვალ მას ექნება მთავარი მიმართვა, ისაუბრებს ამ მომენტისთვის ფსონებზე, გამოწვევების აქტუალურობაზე რომლებიც წინაა, რას ნიშნავს უკრაინის კონფლიქტი მსოფლიოსთვის და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ თავისუფალმა სამყარომ შეინარჩუნოს ერთიანობა რუსული აგრესიის წინაშე", - თქვა სალივანმა.

ბაიდენი პოლონეთში დღეს მიემგზავრება. ის ვიზიტის ფარგლებში პოლონელ კოლეგასაც შეხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი