აშშ-ს პრეზიდენტმა პოლონეთში მყოფ ამერიკელ ჯარებთან საუბრისას უკრაინელი ხალხი სიმამაცეზე ისაუბრა:
"უკრაინელ ხალხს დიდი სიმამაცე აქვს. შეხედეთ, როგორ იმაღლებენ ხმას... ქალები, ახალგაზრდები დგანან წყეული ტანკის წინ და უბრალოდ ამბობენ: "მე არ მივდივარ. მე ჩემს მიწაზე ვდგავარ". ისინი წარმოუდგენლები არიან” - თქვა ბაიდენმა.
აშშ-ს პრეზიდენტი პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, ქალაქ ჟეშოვში ჩავიდა, სადაც ჯარისკაცების შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტს სამხედრო კარავში შეხვდა.
ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ, ბაიდენი ვარშავაში გაფრინდა. ის ღამეს პოლონეთის დედაქალაქში გაათევს.
მეორე დღეა აშშ-ს პრეზიდენტი ევროპაში იმყოფება. ის გუშინ ბრიუსელში, ნატოს სამიტს დაესწრო, შემდეგ კი პოლონეთისკენ გაფრინდა.