უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი თურქეთში გაიმართება

გამოქვეყნდა:

რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი თურქეთში შედგება. თუმცა ზუსტი ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. მორიგი რაუნდები 28-30 მარტს უნდა გაიმართოს.

"წინ კი მოლაპარაკების კიდევ ახალი რაუნდი გველოდება. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია მშვიდობა. როგორც მათ შემოგვითვალეს, უმჯობესი იქნება პირისპირ შეხვედრა თურქეთის ტერიტორიაზე. ცუდი აზრი არაა. დავაკვირდებით, რა მოხდება. მოლაპარაკების მაგიდაზე ჩვენი ურყევი პოზიცია დაფიქსირებულია, ეს არის უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ასევე, უსაფრთხოების გარანტიები და ომის დასრულება", - თქვა ზელენსკიმ.

გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებები თურქეთში გაგრძელდეს რუსეთ-უკრაინის დელეგაციებმა ონლაინ შეხვედრის დროს მიიღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი