"ოკუპანტებმა უკრაინიდან 400 000-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს" | ომის 33-ე დღე და ბოლო ცნობები უკრაინიდან

გამოქვეყნდა:

პუტინის ომის 33-ე დღე! - გაეროს მონაცემებით, რუსეთის მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა. რუსულ ტყვიებს 140-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ომის 33 - ე ღამე უკრაინაში ისევ მძიმე იყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის სიგნალი დილამდე არ შეწყვეტილა

კიევთან ისევ შეტაკებებია -  ოკუპანტები პოზიციების გამაგრებას ცდილობენ, თუმცა უკრაინელები ერთი მეორეს მიყოლებით კიევის ოლქის დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებენ. ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი, რომელიც იბომბებოდა ირპენია, მაგრამ ის ახლა ოკუპანტებისგან თავისუფალია. 

ლუცკში გასულ ღამეს რამდენიმე ფრთიაანი რაკეტა ისროლეს. რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ნავთობის საცავზე.

"ლუცკისკენ ფრთოსანი რაკეტა ბელორუსიიდან გამოუშვეს, დაბალ სიმაღლეზე მოფრინავდა და რადარებმა ვერ დააფიქსირეს, წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი არ არის",- ამბობს ვოლინის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,იური პოგულიაიკო. 

ხარკოვში გუშინ ოკუპანტებმა მანქანაში ერთი ოჯახის 4 წევრი ჩაცხრილეს. მათ შორის ერთი ბავშვი. აქ ოკუპანტებმა ე.წ. ბურატინო სისტემები გამოიყენეს და დაბომბეს.

რთულია ვითარება მარიუპოლში, რომელიც 27 დღეა ოკუპანტების ალყაშია მოქცეული, მაგრამ რუსები მის აღებას ვერ ახერხებენ. გენშტაბის ცნობით, გუშინ უკრაინამ ყველა თავდასხმა მოიგერია, თუმცა ქალაქი კრემლის კონტროლის ქვეშ რჩება. ქალაქის 90% განადგურებულია. ქალაქში მოქალაქეებს ოკუპანტები იტაცებენ და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაჰყავთ. მარიუპოლი იყო მთავარი თემა დოჰას საერთაშორისო სამიტზე, სადაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ აუცილებელია მარიუპოლი ყურადღების ცენტრში იყოს.

უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქვეყნიდან ჯამში 400 000-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების სამხედრო მოქმედებებს წინსვლა არ ჰქონია. განადგურებულია რუსული არმიის 2 ტანკი, 4 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 2 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ფრთოსანი რაკეტა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი