მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ხვალ დილის 10 საათიდან განახლდება. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეებს შორის დიალოგი შესაძლოა 2 დღეს გაგრძელდეს. ცნობილია დელეგაციის შემადგენლობაც. უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოადგენენ რადას დეპუტატი დავით არახამია, თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მიხაილო პოდოლიაკი.
მოლაპარაკებების მთავარი პუნქტები უცვლელია. უკრაინა ოკუპანტი ქვეყნისგან ცეცხლის შეწყვეტას და ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს. ინფორმაციას მოლაპარაკებების შესახებ ადასტურებს რუსეთის საგარეო უწყებაც.