„მინდა ვთქვა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება ერთი-ერთზეა იმისა, თუ რაც ხდებოდა 2007 წლის ნოემბერში" - ამ სიტყვებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლა.
მესამე პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, პრეზიდენტ ზელენსკის ადგილობრივი ოლიგარქები აჯანყებას უწყობდნენ, ზუსტად ისე, როგორც ამას საქართველოში, 2007 წელს:
„მინდა ვთქვა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება ერთი-ერთზეა იმისა, თუ რაც ხდებოდა 2007 წლის ნოემბერში. რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, პრეზიდენტ ზელენსკის ადგილობრივი ოლიგარქები გამოსვლებს უწყობდნენ, აჯანყებას, პოლიციას იწვევდნენ შეტაკებებზე. ეს არის კარგად დოკუმენტირებული ფაქტი. "კანონიერ ქურდებს", ზუსტად ისე როგორც საქართველოში იყენებდნენ 7 ნოემბრის წინ აქაც, უკრაინაში იყენებენ.
ეს სასამართლო საქმე სუფთა რუსული ისტორიაა, სუფთა რუსული ჰიბრიდული ოპერაციის გაგრძელებაა. მე აქ ვარ პუტინის პირადი ტყვე, რომელსაც პუტინი უგრძელებს და უსრულებს იმას, რაც ზელენსკის ვერ შეუსრულა" თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში, "ოცნების" ხელისუფლებამ ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე:
უკრაინა იმარჯვებს! საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სრული ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე. აბა ვის გაუგია რუსეთმა წააგოს კაცო. ბრინკას ვერ წარმოუდგენია, რომ რუსეთმა შეიძლება დამარცხება იწვნიოს. ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში?! უკრაინა იმარჯვებს დიდი უპირატესობით. უკრაინა რუსებს თავის ტერიტორიიდან გამოყრის. მათ შორის ჩვენი 2000 მებრძოლის მონაწილეობით, რომლებიც იცავენ, მათ შორის საქართველოს ინტერესებს. საქართველოს მთავრობას მათზეც აქვთ აღძრული საქმეები, მათ შორის ჩემ საქმეებთან დაკავშირებით. იმ ჩვენ გმირებს, ვინც იცავენ უკრაინაში, ამ სასამართლო დარბაზში ელოდებიან, რათა თქვენ გაასამართლოთ. ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო დადასტურება, რომ საქართველოს მართავს არა მთავრობა, არამედ მოღალატეების ჯგრო! საქართველოს მოღალატეების ბანდა, რომელიც ანადგურებს ჩვენ ხალხს. სხვა ახსნა არ აქვს“- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.