უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება - მედია

გამოქვეყნდა:

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მოლაპარაკებების დაწყების სავარაუდო დრო დილის 10.30 საათია.
უკვე თურქეთში იმყოფება რუსეთის დელეგაცია, ხოლო უკრაინის, სტამბოლში დღეს საღამოს ჩავა. 

მოლაპარაკებების ყველა რაუნდი უკრაინასა და რუსეთს შორის, ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა. მთავარი მოთხოვნა უკრაინის მხრიდან, ცეცხლის შეწყვეტაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი