"მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს" | პოდოლიაკი მოწამვლაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რომან აბრამოვიჩისა და ქვეყნის დელეგაციის წევრების მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და თქვა, რომ მოლაპარაკებების ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

პოდოლიაკის თქმით, ახლა უამრავი სპეკულაცია და სხვადასხვა შეთქმულების თეორია ვრცელდება.

"ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოლაპარაკებათა ჯგუფის წევრები დღეს რეგულარულ რეჟიმში მუშაობენ," - თქვა მან.

ცნობისთვის, The Wall Street Journa​-მა წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის წევრებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, მოწამვლის სიმპტომები აქვთ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი