აბრამოვიჩთან დაახლოებულმა წყარომ დაადასტურა, რომ ოლიგარქი მარტის დასაწყისში, სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ მოწამლული იყო

გამოქვეყნდა:

რომან აბრამოვიჩთან დაახლოებულმა წყარომ დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი მოიწამლა მარტის დასაწყისში, სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ. ინფორმაციას bbc ავრცელებს. აბრამოვიჩის წარმომადგენელს არ უთქვამს, კიდევ ვინ იყო სამიზნე.

სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის წევრებს მოწამვლის სიმპტომები აქვთ - ინფორმაცია ამის შესახებ WSJ-მ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, უზენაესი რადას დეპუტატი რუსტემ უმეროვი მარტში მოწამლეს, რის გამოც ის დროებით ჩამოცილდა მოლაპარაკებებს. 
გავრცელებული ინფორმაციით უმეროვი კიევში მოწამლეს, მაგრამ ის გადარჩა და ახლა "თავს თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს". 

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, დეპუტატთან ერთად სხვა პირებიც დაზარალდნენ. ამასთან, ცალკე ხაზგასმულია, რომ უმეროვის მოწამვლის შემთხვევაში საუბარი არ არის ნოვიჩოკზე.

უკრაინის ხელისუფლება მომხდარზე დახურულ გამოძიებას აწარმოებს - აცხადებს უკრაინული მხარის წყარო.

უკრაინის დელეგაციის წევრმა რუსტემ უმეროვმა ინფორმაცია არ დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი