ჩვენ არ ვვაჭრობთ ადამიანებით, მიწებითა და სუვერენიტეტით - კულება მოლაპარაკებაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ უკრაინა არ ვაჭრობს ადამიანებით, მიწებითა და სუვერენიტეტით. მისი თქმით, ორ დელეგაციას შორის შეხვედრას დიდი ინტერესით ელოდებიან. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

"უკრაინის პრეზიდენტმა ჩვენს დელეგაციას ძალიან მკაფიო მითითებები მისცა. ჩვენ არ ვვაჭრობთ ადამიანებით, მიწებითა და სუვერენიტეტით. ინტერესით ველოდებით ორ დელეგაციას შორის საუბარს, რათა დავინახოთ, წამოვლენ თუ არა რუსები იმაზე, რომ მართლაც რაღაცაზე შეთანხმდნენ - თუ უბრალოდ გაიმეორონ თავიანთი მოთხოვნები, რომლებიც თავიდანვე იყო წამოყენებული.

თუ დავინახავთ, რომ განწყობა შეიცვალა და ისინი მზად არიან სერიოზული არსებითი დისკუსიისთვის და დაბალანსებული შეთანხმებებისთვის, შემდეგ ყველაფერი წინ წავა. თუ ეს ისევ მათი პროპაგანდისტული კლიშეების დახურულ კარს მიღმა გამეორებაა, მაშინ დელეგაციები ისე დაიშლებიან, როგორც ერთად შევიდნენ", - თქვა კულებამ.

ცნობისთვის, თურქეთში რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი