"მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. მთავარია უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შესახებ შეთანხმება და მხოლოდ ამ შეთანხმებით შეგვიძლია დავასრულოთ ომი, როგორც ეს უკრაინას სჭირდება", - განაცხადა უკრაინის დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტ ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სტამბულში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, შუალედურ ბრიფინგზე.
პოდოლიაკის თქმით, დელეგაციების მიერ ამჟამად განხილული საკითხების მეორე ბლოკი არის ცეცხლის შეწყვეტა, რათა მოგვარდეს ჰუმანიტარული პრობლემა.
„დღეს ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც იზრდება - ომის ესკალაციის პრობლემა, სიძულვილის ესკალაცია, ადათ-წესებისა და ომის წესების დარღვევის ესკალაცია არა მხოლოდ ბრძოლის ველზე. კონფლიქტებს, ჟენევის კონვენციის დარღვევის ვიდეოებს სამხედრო ტყვეებთან მიმართებაში“, - თქვა პოდოლიაკმა.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი, მეხუთე რაუნდი სტამბოლში იმართება.