დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პრესსპიკერის თქმით, ბრიტანეთს სურს, რომ რუსეთმა უკრაინიდან სამხედრო ძალები სრულად გაიყვანოს. როგორც მან აღნიშნა, ბრიტანეთი პუტინის მხოლოდ საქმის შემდეგ შეაფასებს.
"ჩვენ პუტინს და მის რეჟიმს მისი ქმედებებით შევაფასებთ და არა მისი სიტყვებით...ასე რომ, ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ არაფერი ნაკლები, ვიდრე რუსული ძალების სრული გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან",-თქვა მან.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც გამოეხმაურა და თქვა, რომ განსხვავებაა, რას ამბობს რუსეთი და რას აკეთებს ის. მისივე თქმით, აშშ-ს არ უნახავს ნიშნები, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში სერიოზულადაა განწყობილი.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს, 29 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები, ასევე ის ქვეყნები დაასახელა, რომელიც უსაფრთხოების გარანტორად უნდა იქცნენ. ამასთან, შეხვედრაზე უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები წარადგინა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ რუსეთი კიევსა და ჩერნიგოვში საომარ მოქმედებებს შეამცირებს.
ამავე თემაზე: