ზოგიერთი რუსული შენაერთი დაბრუნდა ბელარუსში რეორგანიზაციისა და მარაგის შევსების მიზნით - ბრიტანეთი

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განახლებული ინფორმაციით, უკრაინაში მძიმე დანაკარგების შემდეგ, ზოგიერთი რუსული შენაერთი ბელარუსში დაბრუნდა.

დაზვერვის ინფორმაციით, ქვედანაყოფებს ბელარუსში მოუწევთ რეორგანიზება და მარაგების შევსება, რაც რუსეთის ლოჯისტიკურ სირთულეებზე მიუთითებს.

უწყება ვარაუდობს, რომ რუსეთი გააგრძელებს მასობრივ სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს.

CNN წერს, რომ მათ დამოუკიდებლად ვერ შეძლეს ქვედანაყოფების ბელარუსში დაბრუნების შესახებ ინფორმაციის დადასტურება.

ბრიტანეთის აზრით, რუსეთის განცხადება იმის შესახებ, რომ სამხედრო აქტივებს ამცირებენ კიევისა და ჩერნიგოვის ფრონტებზე, "ჩუმი აღიარებაა", რომ რუსეთი იბრძვის წინსვლის ერთზე მეტი მნიშვნელოვანი ღერძის შესანარჩუნებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი