გაეროში გაერთიანებული სამეფოს მუდმივი წარმომადგენელი, ბარბარა ვუდვორდი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს.

მისი თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლება კიევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს და ამ მხრივ დახარჯული თანხები მთლიანობაში 400 მილიონ ფუნტს აღემატება. 

ვუდვორდი ამბობს, რომ ბრიტანეთს სურს დაეხმაროს უკრაინას რითაც შეუძლია, რათა ომი დასრულდეს და რუსებმა ძალები გაიყვანონ.

"მოხარულები ვიქნებით შევასრულოთ როლი, თუ უკრაინის მთავრობა ამას გვთხოვს - დიახ", - თქვა მან უსაფრთხოების გარანტორობასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა მანამდე თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ სანქციები მოხსნან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი