"მარიუპოლში ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელი იქნება, თუ უკრაინელები იარაღს დაყრიან" - პუტინი მაკრონს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

პუტინი სამშაბათ საღამოს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა. სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა უკრაინაში შექმნილი ვითარება და თურქეთში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს. 

კრემლი ამბობს, რომ პუტინმა მაკრონს აცნობა იმ ზომებზე, რასაც რუსი სამხედროები "ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და მოსახლეობის ევაკუაციისთვის" იღებენ, მათ შორის მარიუპოლში.

ცნობისთვის, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია სწორედ რუსების დაბომბვების გამო ვერ ხერხდება, ქალაქში კი ჰუმანიტარული კატასტროფაა.

"ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინელმა ნაციონალისტმა ბოევიკებმა უნდა შეწყვიტონ წინააღმდეგობა და დაყარონ იარაღი, რათა მოგვარდეს მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია ამ ქალაქში", - აცხადებს კრემლი.

WSJ ფრანგ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ სატელეფონო საუბრისას პუტინმა თქვა, რომ განიხილავს გეგმას, რომელიც საფრანგეთმა თურქეთთან და საბერძნეთთან ერთად შეიმუშავა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მანამდე მაკრონს დისკუსია ჰქონდა საბერძნეთთან და თურქეთთან, იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარონ 160 000 ადამიანს, რომლებიც მარიუპოლში არიან ჩარჩენილები. 

მარიუპოლი თვეზე მეტია რუსეთის ალყაშია, ქალაქს არ მიეწოდება წყალი, საკვები, ვერ ხერხდება საევაკუაციო დერეფნების შექმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი