მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა წითელი ჯვრით აღნიშნულ შენობას ცეცხლი გაუხსნეს

გამოქვეყნდა:

აზოვის პოლკის ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა წითელი ჯვრით აღნიშნულ შენობას ცეცხლი გაუხსნეს.

"რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ომის დამნაშავეები, რომლებიც არ იცავენ ომის წესებსა და პრინციპებს. ამჯერად, მათ ჩაიდინეს ომის დანაშაული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წინააღმდეგ. ოკუპანტები მიზანმიმართულად ანადგურებენ თეთრ ფონზე წითელი ჯვრით გამოსახულ შენობას საჰაერო და საარტილერიო დაბომბვით", - ამბობენ აზოვის პოლკში.

პოლკი წერს, რომ ასეთი ჯვრები აღნიშნავს ადგილებს, სადაც შეიძლება იყვნენ დაჭრილები, სამოქალაქო ან ჰუმანიტარული ტვირთი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი