კანადის ფედერალური პარლამენტის წევრთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის დაუყოვნებლივ გაუქმებას.
Ukrinform-ის კორესპონდენტი იუწყება, რომ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მოქალაქეობისა და იმიგრაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მოხსენებას, რომლის წევრებიც ადრე უკრაინიდან კანადაში უვიზო მიმოსვლის განხორციელებას უჭერდნენ მხარს.
"მოვუწოდებთ კანადის მთავრობას... განახორციელოს უვიზო მიმოსვლა უკრაინიდან კანადაში, მათ შორის ელექტრონული მოგზაურობის ავტორიზაციის (eTA) სწრაფი გაცემის გზით" - ნათქვამია ანგარიშში.
დეპუტატებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკრაინაზე "გაუმართლებელი და არაპროვოცირებული თავდასხმა", რაც მათი თქმით, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
სავიზო რეჟიმის საკითხს მთავრობა წყვეტს, თუმცა პარლამენტარებს შეუძლიათ გამოხატონ პოლიტიკური მხარდაჭერა და აღმასრულებელ ხელისუფლებას მოსთხოვონ კონკრეტული საკითხის განხილვა.
კანადაში ამჟამად გამარტივებული მოგზაურობის რეჟიმი მოქმედებს უკრაინის მოქალაქეებისთვის.