ბრიტანელმა პარლამენტარმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება მოითხოვა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს, კერძოდ, ტერორისტულ აქტებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ახორციელებენ რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, რაც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების საფუძველია.

ამის შესახებ Guildhall  მიცემულ კომენტარში განაცხადა ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ჩრდილოეთ ირლანდიის ფინანსთა და საკადრო პოლიტიკის ყოფილმა მინისტრმა სემი უილსონმა.

„ვფიქრობ, აშკარაა, რომ პუტინის არმია უკრაინაშია ჩარჩენილი, მათი დანაკარგები იზრდება და [რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა] თავის ძალებს უბრძანა ტერორისტული აქტების დაწყება. მთელი ქალაქების დაბომბვა, მძევლების აყვანა და რუსეთში წაყვანა მხოლოდ ასე შეიძლება იყოს აღწერილი. ტერორიზმი.
და რადგან ამ ყველაფერს რუსული სახელმწიფო აკეთებს, მე მიმაჩნია, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა მივიჩნიოთ“, –ამბობს უილსონი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი