რუსეთმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან თავისი ძალები ხარკოვისა და დონეცკის მიმართულებებზე გადაიყვანა - დანილოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან თავისი ძალების პერედისლოკაცია დაიწყო და ახლა პოზიციებს ხარკოვისა და დონეცკის მიმართულებებზე იძლიერებს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვმა ასევე დაადასტურა,რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის პირადი დაჯგუფება ვაგნერის წევრებიც მონაწილეობენ.

"ისინი ვინც კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე იყვნენ, პერედისლოკაციის შემდეგ ხარკოვისა და დონეცკის მიმართულებებზე გადაიყვანეს. იქ ახლა მოწინააღმდეგე აძლიერებს თავის ძალებს, რომ ზეწოლა მოახდინონ უკრაინის მცველებზე. რუსეთის დაჯგუფებებში არიან კადიროველებიც და ვაგნერელებიც, ისინი ახლა მთელ მსოფლიოში აგროვებენ ნაძირალებს, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეების მოკვლის სურვილი აქვთ. ჩვენი დაზვერვა თვალს ადევნებს, საიდან არიან ეს დაჯგუფებები, ვინ არიან წევრები და როგორც უკვე ვთქვით, ყველანი დაისჯებიან", - თქვა ალექსეი დანილოვმა.

დანილოვის განცხადებით, ჯერ ადრეა ჩავთვალოთ, რომ რუსეთმა უკან დაიხია და უარი თქვა კიევსა და ჩერნიგოვში  საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი