სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის 1 აპრილს, ონლაინ რეჟიმში განახლდება. ამის შესახებ განცხადება უკრაინის დელეგაციის წევრმა, პარლამენტის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ გააკეთა.
მოლაპარაკების ბოლო რაუნდი თურქეთში ოთხშაბათს დასრულდა.
არახამია ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა, თუმცა რუსეთმა პასუხად განაცხადა, რომ მეტი მუშაობაა საჭირო ხელშეკრულების პროექტზე.