ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ინდოეთს ერთდროულად სტუმრობენ. ორივე მხარე დელისთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს. 

ბრიტანეთი ინდოეთს მოუწოდებს, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად დაუპირისპირდეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და შეამციროს ქვეყნის დამოკიდებულება მოსკოვზე. 

ლავროვი, რომელიც დღეს ინდოეთის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება, სავარაუდოდ, მოუწოდებს დელის შეიძინოს მეტი რუსული ნავთობი და გაზი, გვერდი აუაროს დასავლეთის სანქციებს. 
 

თვის დასაწყისი ინდოეთი დათანხმდა რუსული ნავთობის იმპორტს, ასევე, გაეროში კენჭისყრაზე არ იყო რუსეთის შეჭრის მოწინააღმდეგეთა სიაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი