ჰააგის სასამართლოს ყოფილი პროკურორი კოლეგებს მოუწოდებს "დაუყოვნებლივ გამოსცენ პუტინის დაკავების ორდერი"

გამოქვეყნდა:

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი პროკურორი ყოფილ კოლეგებს მოუწოდებს "დაუყოვნებლივ გამოსცენ პუტინის დაკავების ორდერი". კარლა დელ პონტემ ამის შესახებ შვეიცარიულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა

"პუტინი ომის დამნაშავეა", - თქვა 75 წლის კარლა დელ პონტემ, რომელმაც სახელი გაითქვა რუანდასა და იუგოსლავიაში, სამოქალაქო ომების დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებით საერთაშორისო ტრიბუნალში

 "ეს არის ერთადერთი არსებული ინსტრუმენტი ომის დამნაშავეების დასაკავებლად და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გადასაყვანად", - თქვა დელ პონტემ.

ის განმარტავს, რომ დაკავების ორდერი არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი მალე გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, რადგან თუ ის რუსეთში იქნება, ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ ეს [დაკავების ორდერი] მას ართმევს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას და ის იქნებოდა უკრაინისთვის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი -  ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ დღეს პუტინს, ისევე როგორც იუგოსლავიის პრეზიდენტს სლობოდან მილოშევიჩს, დააპატიმრებენ და ბრალს წაუყენებენ" ამბობს ყოფილი პროკურორი.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა უკვე დაიწყო გამოძიება უკრაინაში ომის შესაძლო დანაშაულებზე.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი