რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის სლობიდსკის რაიონი დაბომბეს. არის მსხვერპლი, მათ შორის ბავშვები. მინიმუმ 23 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ზუსტი მონაცემები კიდევ დგინდება.
"საღამოს ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვის სლობიდსკის რაიონი. სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობაა დაღუპული და დაჭრილი. ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 23-ია, მათ შორის ბავშვები არიან. მონაცემები დგინდება. სარაკეტო დარტყმის საფრთხე ემუქრება ლოზოვსკის რაიონს, საჭიროა ხალხის ევაკუაცია. მათ დილიდან პოლტავის ოლქის მიმართულებით გადავიყვანთ", - ამბობს, ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინეგუბოვი.
ღამის განმავლობაში დაიბომბა ოდესა, ასევე ტერნოპოლი, კიევის ვასილკოვის რაიონში, სადაც რაკეტები ნახევრად დანგრეული შტაბის შენობას მოხვდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა რამდენიმე მუშა, მაშველები ნანგრევებში ამ დრომდე ცოცხალ ადამიანებს ეძებენ.