დაგვიჭირეთ მხარი ნებისმიერი გზით, ნუ გაჩუმდებით | ზელენსკის მიმართვა გრემის დაჯილდოებაზე

გამოქვეყნდა:

გუშინ, გრემის ამერიკული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე, საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. 

"რა ჰგავს მუსიკას ყველაზე ნაკლებად?" - ზელენსკიმ აუდიენციას ჰკითხა და მან თავად უპასუხა: "დანგრეული ქალაქების სიჩუმე და მოკლული ხალხის დუმილი".

"დაგვიჭირეთ მხარი ნებისმიერი გზით, ნუ გაჩუმდებით და შემდეგ მშვიდობა მოვა ჩვენს ქალაქებში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გრემის ცერემონიაზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის შემდეგ, მაყურებლის წინაშე უკრაინელი შემსრულებლები წარდგნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი