ცხედრებით სავსე ქუჩები, დამწვარი მანქანები, დანგრეული სახლები - ასე გამოიყურება რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ უკრაინის ქალაქები. ბუჩას მსგავსად რუსებმა არერთი სისასტიკე ჩაიდინეს გოსტომელში, ჩენრიგოვში, ჟიტომირში.
ჩერნიგოვის მერი ამბობს, რომ ქალაქის 70% განადგურებულია. ირკვევა, რომ რუსული ჯარების კონცენტრაცია ბელარუსის საზღვარზეა. ბუჩას მსგავსად ჩერნიგოვშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.
"ქალაქი 70%-ით განადგურდა, ხალხს უკვე აღარ აინტერესებს რამდენი ჭურვი ჩამოვარდა... შედეგი ძალიან მძიმეა, ისეთივე, როგორც ბუჩასა და ხარკოვში, და შესაძლოა ისეთივე, როგორც მარიუპოლში. ჩერნიგოვის მაცხოვრებლებისთვის გადაუდებელი საკითხი ხვალინდელი დღეა. ჩვენ გვაქვს რუსული ჯარების კონცენტრაცია ბელარუსის საზღვარზე, გვაინტერესებს როგორ იმუშავებს საჰარეო თავდაცვა და გაგრძელდება თუ არა ჭურვების ვარდნა", - ამბობს ჩერნიგოვის მერი, ვლადისლავ ატროშენკო.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმზღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რუსებმა მობილური კრემატორიუმები არა საკუთარი ჯარისკაცებისთვის, არამედ დანაშაულების დასაფარად და მათ მიერ მოკლული უკრაინელებისთვის ჩამოიტანეს, ეს არა შეცდომა, არამედ დაგეგმილი გენოციდია.