UNIAN: უნგრეთის არჩევნებში კვლავ პუტინის მეგობარმა, ვიქტორ ორბანმა გაიმარჯვა

გამოქვეყნდა:

უნგრეთის არჩევნებში კვლავ პუტინის მეგობარმა, ვიქტორ ორბანმა გაიმარჯვა - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უკრაინული UNIAN უნგრეთის არცევნების შედეგებთან დაკავშირებით.

ჩატარებული არჩევნების შედეგად, ბიულეტენების 98%-ზე მეტი დათვლილია და  ორბანის პარტია 53,1%-ით იმარჯვებს. ორბანი, რომელიც პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნევა, მეოთხედ ხდება ქვეყნის პრემიერი.

ცნობისთვის, უნგრეთი უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ასევე მხარს არ უჭერს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. 
ამ დამოკიდებულების გამო, ორბანს თავის ერთ-ერთ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა - ვიქტორ მომისმინე, იცი რა ხდება მარიუპოლში? ამ დროს კი შენ სანქციებზე, რუსეთთან ვაჭრობაზე, სამხედრო დახმარებაზე მარჩიელობ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი