დსთ-ის ქვეყნების კინოსტუდიები და "ქართული ფილმი" ალიანსს ქმნიან - უზბეკეთის კინოლიგა

გამოქვეყნდა:

დსთ-ს ქვეყნების ცნობილმა კინოსტუდიებმა და საქართველოს წამყვანმა კინოსტუდია "ქართულმა ფილმმა" გადაწყვიტეს გააერთიანონ თავიანთი შემოქმედებითი და საწარმოო რესურსები და ალიანსი შექმნეს -  ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის კინემატოგრაფიის ლიგა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტაჯიკეთის დედაქალაქმა უმასპინძლა დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს კინოსტუდიების IV დირექტორთა საბჭოს, რომელიც კინემატოგრაფიის სფეროში თანამშრომლობას შეეხებოდა.

"საბჭოს წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს ალიანსის შექმნა სამუშაო სახელწოდებით "დსთ და საქართველოს კინოსტუდიების საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირი".  შექმნილ სამუშაო ჯგუფს დაევალა ასოციაციის წესდებისა და სტრუქტურის ჩამოყალიბება, რის შემდეგაც დოკუმენტაცია დადგენილი წესით შეთანხმდება ასოციაციის დამფუძნებლების ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

 სხდომაზე ალიანსის ხელმძღვანელობა და გამგეობის წევრები აირჩიეს. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი