პროტესტი პოლონეთ-გერმანიის საზღვარზე - აქტივისტები EU-სგან მოითხოვენ გაწყვიტოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა, პოლონელმა, ლიეტუველმა, ლატვიელმა, ესტონელმა აქტივისტებმა პოლონეთ-გერმანიის საზღვარზე, საავტომობილო გზა გადაკეტეს. პროტესტი მონაწილეობას იღებდნენ აქტივისტები გაერთიანებული სამეფოდან.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ევროკავშირისგან რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტას. 

აქციის მონაწილეები გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს მოუწოდებენ „შეაჩეროს რუსეთის ომის დანაშაულების დაფინანსება რუსეთთან საერთაშორისო ვაჭრობის შეწყვეტით“. 

აქტივისტები ამბობენ, რომ მათ სურთ გააღვიძონ "გერმანელი ხალხის სინდისი". აქციის მონაწილეების თქმით, მაშინ როდესაც ყოველდღიურად 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო კლავს უკრაინელებს და რუსების უმეტესობა ამას მხარს უჭერს, გერმანია კი აგრძელებს ვაჭრობას რუსეთთან და ამით აფინანსებს ომს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი