რეალობა ისა, რომ ფული დასავლეთიდან კვლავ მიედინება პუტინის ომის მანქანაში და ეს უნდა შეჩერდეს - ტრასი

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის საგარეო ასქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ამბობს, რომ პუტინი უკრაინაში უნდა დამარცხდეს და რომ ისინი სახსრებს გამოყოფენ, რათა სასამართლოს წინაშე ომის დანაშაულის ჩამდენებმა პასუხი აგონ. მისი თქმით, ყველა შეძრულია ბუჩაში მომხდარით.

"ძალიან ცხადია, რომ ადგილი ჰქონდა სამხედრო დანაშაულებს, ჩვენ ვმუშაობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ჩვენ გამოვყოფთ სახსრებს, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ სასამართლოს წინაშე. გენოციდის საკითხი სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუმცა მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, დიდ ბრიტანეთს აქვს მაქსიმალური მიდგომა სანქციებთან დაკავშირებით. პუტინი უნდა დამარცხდეს უკრაინაში", - თქვა ტრასმა.

მისივე განცხდებით, მიმდიანრე კვირაში დიდი შვიდეულისა და ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება - "ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ მკაცრი სანქციების ახალი ტალღა, რეალობაა ის, რომ ფული დასავლეთიდან კვლავ მიედინება პუტინის ომის მანქანაში და ეს უნდა შეჩერდეს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი