კულებას საქართველოს ახლადდანიშნული საგარეო მინისტრისგან რუსეთის წინააღმდეგ მხარდაჭერას მოელის

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დმიტრო კულება საქართველოშო ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნას ეხმაურება და წერს, რომ მისგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას ელის.

"მოუთმენლად ველით საქართველოს საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან ერთად მუშაობას უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით. საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს კულება Twitter-ზე.

ცნობისთვის, ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად 4 აპრილს დანიშნეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი