ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვს, რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისროს და უკრაინის გარანტიები უზრუნველყოს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოზე ვიდეომიმართვისას საბჭოს მოუწოდა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

"სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტიებიც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს? ის აქ არაა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უშიშროების საბჭო. მაშინ სად არის მშვიდობა? რა არის ის გარანტიები, რომლის გარანტიაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს",-თქვა ზელენსკიმ სიტყვით მიმართვისას.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

"მინდა შეგახსენოთ გაეროს წესდების 1-ლი მუხლის პირველი თავი. რა არის ჩვენი ორგანიზაციის მიზანი? მისი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება. ახლა გაეროს წესდების პირველი მუხლი დაირღვა, რა აზრი აქვს სხვა მუხლებს?",-თქვა მან.

ზელენსკიმ რუსეთს ომის დამნაშავე უწოდა და თქვა, რომ მას სრული და გამჭვირვალე გამოძიება სურს:

"მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჟურნალისტებისთვის, მაქსიმალური თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩართვა - სრული ანგარიშვალდებულება. დარწმუნებული ვარ, გაეროს ყველ წევრი ქვეყანა ამით დაინტერესებული უნდა იყოს. რისთვის? იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისაჯოს ის, ვინც პრივილეგირებულად
თვლის თავს და სჯერა, რომ ყველაფრისგან თავის დაღწევა შეუძლია. ასე რომ, აჩვენეთ ყველა პოტენციურ ომის დამნაშავეს მსოფლიოში, როგორ დაისჯებიან, თუ ყველაზე დიდი [ომის დამნაშავე] დაისჯება",-თქვა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი