არ არსებობს არც ერთი დანაშაული, რომელიც ბუჩაში არ ჩაუდენიათ. დახოცეს მთელი ოჯახი - მოზრდილები და ბავშვები, ცდილობდნენ ადამიანების დაწვას - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოზე მიმართვისას.
უკრაინის პრეზიდენტი რუსი ოკუპანტების მხრიდან ჩადენილ სისასტიკეზე გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ესაუბრა და მათგან კიდევ ერთხელ მოითხოვა რეაგირება:
"ზოგს ქუჩაში ესროლეს, ზოგი საკუთარ სახლებში მოკლეს, მანქანებში ყოფნისას ტანკებით გადაუარეს, ქალებს ბავშვების თვალწინ აუპატიურებდნენ და კლავდნენ" თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
გაეროს უშიშროების საბჭო ბუჩაში, ოკუპანტების დანაშაულთან დაკავშირებით, სხდომას მართავს. სხდომა ბრიტანეთმა მოიწვია რომელიც ამ დროისათვის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.
ამავე თემაზე: