The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მორიგი სანქციები შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 2 ქალიშვილს შეეხოს.
დიპლომატები ამბობენ, რომ ევროკავშირის ახალი გეგმა კრემლის ლიდერის ოჯახის წევრებს დაამატებს იმ პირთა მზარდ სიას, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.
გარდა ამისა, აშშ სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გამოაცხადებს სანქციებს 36 წლის მარია ვორონცოვას და 35 წლის კატერინა ტიხონოვას წინააღმდეგ.
პუტინი ოჯახს მედიისგან წლებია მალავს და ამ თემაზე ცოტა რამაა ცნობილი.
იხილეთ ასევე: