ვამკაცრებთ სანქციებს კრემლზე მაქსიმალური ზეწოლის შესანარჩუნებლად - მიშელი

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ კრემლის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებენ, რათა მაქსიმალური ზეწოლა შეინარჩუნონ.

მისი თქმით, ახალი სანქციები ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

"ჩვენ ვამკაცრებთ სანქციებს კრემლზე მაქსიმალური ზეწოლის შესანარჩუნებლად. ახალი პაკეტი ნახშირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ნავთობზე და თუნდაც გაზზეც იქნება საჭირო ზომების მიღება", - წერს შარლ მიშელი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი