სისასტიკეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, საზღვარი არ აქვს - შარლ მიშელი

გამოქვეყნდა:

დღეს გამოვხატავთ ჩვენს განრისხებას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო., მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო ბუჩაში და უკრაინის სხვა ბევრ ქალაქში - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

"სისასტიკეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საზღვარი არ აქვს. ამის დასტურია ხოცვა-ჟლეტა, ქუჩაში დაყრილი გვამები და მასობრივი საფლავები. ეს არ არის სპეციალური ოპერაცია, ეს არის ომის დანაშაული და ჩვენ, ევროკავშირი ამას ზურგს არ შევაქცევთ. ჩვენ რეალობას თვალებში შევხედავთ. ყველა დამნაშავემ საკადრისი პასუხი უნდა აგოს და ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ყველა სახის მტკიცებულებების შეგროვებაში, რომელიც დაგვეხმარება, რომ აგრესორები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ" განაცხადა მიშელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ამკაცრებს სანქციებსაც. უკვე მზადაა მე-5 პაკეტი:

"სანქციების პაკეტი მოიცავს ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, მე ვფიქრობ, რომ ზომების მიღება რუსულ ნავთობსა და გაზზე ადრე თუ გვიან საჭირო იქნება" - ამბობს მიშელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი