"მჯერა, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც ყველამ უნდა ვისწავლოთ ისაა, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ, ვისაც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სჯერა, უნდა უზრუნველყოს მხარდაჭერა NATO-ს ახლო და ღირებული პარტნიორების, როგორიც საქართველოა. უმჯობესია ასეთ ქვეყნებს ადრე დავეხმაროთ, ვიდრე გვიან.
აქედან გამომდინარე, დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ის იქნება, თუ როგორ შეგვიძლია იმ პარტნიორების მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება, რომლებიც რუსეთის წნეხის ქვეშ იმყოფებიან და რა თქმა უნდა, საქართველო ერთ-ერთი მათგანია. რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს და ჩვენ განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერსივრცე, უსაფრთხოების კომუნიკაციები, შესაძლებლობების გაძლიერება და სხვა გზების მხრივ, რათა საქართველომ შეძლოს რუსეთის მხრიდან ზემოქმედებაზე წინააღმდეგობის გასაწევად"
- თქვა NATO-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა.