"მადლობა, საქართველო. უკრაინელი ხალხი გრძნობს ქართველების მხარდაჭერას" - ასე ეხმაურება უკრინის უმაღლესი რადა რუსთაველზე, პარლამენტის წინ გუშინ, 6 აპრილს გამართულ აქციას.
პერფორმანსზე მოქალაქები საკანონმდებლო ორგანოს წინ ხელებშეკრულები დაწვნენ და ეცადენ ის კადრები განესახიერებინათ, რომელიც ბუჩადან გავრცელდა. ამ ფორმით მათ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გააპროტესტეს.