გაერო ადამიანის უფლებათა საბჭოდან (UNHCR) რუსეთის გარიცხვის საკითხზე დღეს კენჭისრყას გამართავს.
რეზოლუცია აშშ-მ მას შემდეგ შეიტანა, რაც ქალაქ ბუჩადან მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მტკიცებულებები გავრცელდა.
Reuters-ის ცნობით, რუსეთმა 47-წევრიანი საბჭოს ქვეყნები გააფრთხილა, რომ მისი გაგდების მცდელობა განიხილება, როგორც "არამეგობრული ჟესტი".
რუსეთის გარიცხვისთვის ხმების 2/3-ია საჭირო.
რუსული სააგენტო Tass-ისთვის მიცემულ განცხადებაში, რუსეთის გაეროს მისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რუსეთის გარიცხვა საბჭოს უნივერსალურობის პრინციპის დისკრედიტაციას გამოიწვევს და ზიანს მიაყენებს მის ეფექტურობას, შელახავს ნდობას არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული საბჭოს, არამედ გაეროს ადამიანის უფლებათა მთელი სისტემის მიმართ.
იხილეთ ასევე: