უკრაინის პრეზიდენტის სპიკერის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ ევროკომისიის თავმჯდომარეს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.
"ზუსტ დროს ვერ გეტყვით უსაფრთხოების მიზეზების გამო. მაგრამ დღის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება ურსულა ფონ დერ ლეიენს", - განუცხადა ნიკიფოროვმა უკრაინულ ტელევიზია "UAtogether"-ს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამ კვირაში ზელენსკის კიევში შეხვდებოდნენ.