კიდევ რამდენი ბუჩა უნდა მოხდეს? კიდევ რამდენი უდანაშაულო ბავშვი, ქალი და კაცი უნდა მოკვდეს იმისთვის, რომ გაიგოთ, არ შეიძლება დაიღალოთ სანქციებით, ისევე, როგორც ჩვენ რა შეიძლება ბრძოლით დავიღალოთ- ეს განცხადება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

დმიტრო კულებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა, რამდენი კედლის დანგრევა მოუხდა უკრაინას ომის დაწყების პირველივე დღიდან, როცა საერთაშორისო პარტნიორებისგან იარაღის მიწოდებას ითხოვდა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჟურნალისტებთან დეტალურად აღწერს, რუსი ოკუპანტების მიერ, ბუჩაში მოწყობილ სისასტიკეს და უკრაინელი ხალხის გენოციდს და საერთაშორისო პარტნიორებს კიდევე ერთხელ მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსული ენერგომატარებლების მოხმარება, რადგან ეს, რუსეთის ომის მანქანაში გადახდილი ფულია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი