იაპონიამ, რვა რუსი დიპლომატი გააძევა. ქვეყანამ ნაბიჯი უკრაინაში მოსკოვის ქმედებების, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე, საპასუხოდ გადადგა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაძევებულებს შორის რუსეთის ელჩი არაა. პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა, სავარაუდოდ, საღამოს პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს გამოაცხადებს.
იაპონია გეგმავს ეტაპობრივად შეამციროს რუსული ქვანახშირის იმპორტი.
ცნობისთვის, რუსი დიპლომატები უკვე არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ გააძევა, მათ შორის ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ავსტრია.