ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გაავრცელა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს ამ წინადადებისთვის მადლობა გადაუხადა.
დამტკიცების შემდეგ თანხა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების 1.5 მილიარდ ევროს დაემატება.
გარდა ამისა, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტიც დაამტკიცა. ჯოზეფ ბორელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავენ.