უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე რუსების თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ მათ იცოდნენ, რომ სადგური სავსე იყო მშვიდობიანი მოქალაქეებით.
"რუსებმა იცოდნენ, რომ კრამატორსკში მატარებლის სადგური სავსე იყო მშვიდობიანი მოქალაქეებით, რომლებიც ევაკუაციას ელოდნენ. მიუხედავად ამისა, მათ დაარტყეს მას ბალისტიკური რაკეტით, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 30 და დაშავდა მინიმუმ ასი ადამიანი. ეს იყო მიზანმიმართული ხოცვა. ჩვენ თითოეულ სამხედრო დამნაშავეს პასუხისგებაში მივცემთ", - წერს კულება.
ბოლო ცნობებით, კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 ბავშვია. ოკუპანტებმა ტაქტიკურ ბალისტიკური სარაკეტო სისტემიდან იერიში რკინიგზის სადგურზე მიიტანეს, სადაც ასობით ადამიანი დონბასიდან უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის დაწყებას ელოდა. იერიშს შედეგად, სხეულის მრავლობითი ჭრილობები 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. იხილეთ ასევე: