სლოვაკეთმა უკრაინას S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა. განცხადება პარასკევს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა გააკეთა.
"შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთმა უკრაინას გადასცა საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამო თავდაცვაში დახმარების თხოვნის საფუძვლიდან გამომდინარე", - თქვა ჰეგერმა.
ჰეგერმა, რომელიც პარასკევს კიევს ეწვია, ხაზი გაუსვა, რომ სლოვაკეთი თავად დაცულია. ცნობისთვის, ქვეყანა ნატო-ს წევრია.