ლავროვის თქმით, მას შემდეგ, რაც კიევი მის ნეიტრალურ სტატუსს დაადასტურებს, ბელარუსი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი უნდა გახდეს - "უკრაინის მოთხოვნით, მისი ნეიტრალური, არაბლოკური, არაბირთვული სტატუსი უსაფრთხოების გარანტიებით უნდა გამყარდეს. ბელარუსის რესპუბლიკა გარანტორ ქვეყნებს შორის აუცილებლად უნდა იყოს". - ამბობს ლავროვი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის ფედერაციასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების დელეგაციის შექმნის შესახებ განკარგულებას ხელი 4 აპრილს მოაწერა და დელეგაციის ხელმძღვანელად ზელენსკიმ დავით არახამია დანიშნა.
უკვე ცნობილია რამდენიმე ქვეყანა, რომელიც თანახმაა იყოს გარანტორი. მათ შორის თურქეთი, გერმანია, იტალია, ბრიტანეთი.