დიდი ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით $130 მილიონის სამხედრო დახმარებას გაგზავნის

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნის მეტ საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს - დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 100 მილიონი ფუნტია (130 მილიონი დოლარი).

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ეს არის მაღალი კლასის სამხედრო აღჭურვილობის ახალი პაკეტი. 

"ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი შესაბამისი ენერგეტიკული სისტემების გარდაქმნა ერთ ღამეში. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ პუტინის ომი ერთ ღამეში არ დასრულდება... დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნის Starstreak საზენიტო რაკეტებს, რომლებიც ისვრის ხმის სამჯერ მეტი სიჩქარით, კიდევ 800 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას. მაღალი სიზუსტის დამიზნების მქონე საბრძოლო მასალა, რომელიც იქამდე რჩება ცაში, სანამ სამიზნეს არ მიაღწევს.უკრაინა ასევე მიიღებს დამატებით ჩაფხუტებს, ღამის ხედვის მოწყობილობასა და ჯავშანჟილეტებს",- თქვა ჯონსონმა. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ბრიტანეთი და გერმანია ითანამშრომლებენ ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიის საკითხებზე, რადგან ევროპა მიზნად ისახავს ეტაპობრივად შეწყვიტოს დამოკიდებულება რუსულ საწვავზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი