უმჯობესია კიევში ჩავიდეთ, ირპენში, ბუჩაში და ჩვენი თვალით ვნახოთ, რატომ უნდა გამოვიყენოთ სანქციები - ლანდსბერგისი

გამოქვეყნდა:

უმჯობესია კიევში ჩავიდეთ, ირპენში, ბუჩაში, მოვინახულოთ და ჩვენი თვალით ვნახოთ ყველაფერი, რატომ უნდა გამოვიყენოთ სანქციები - აცხადებს ლეტუვის  საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით:

„ახლა ბევრი რამ ხდება. ევროკომისიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ ვიწყებთ მუშაობას მეექვსე პაკეტზე (სანქციებზე), სადაც განიხილება ნავთობის ვარიანტი. ეს ნიშნავს, რომ მუშაობა უკვე დაწყებულია კონსენსუსის მისაღწევად. იმედი მაქვს ამჯერად იმუშავებს, პასუხის გასაცემად რა არის გასაკეთებელი. უმჯობესია კიევში ჩავიდეთ, ირპენში, ბუჩაში, მოვინახულოთ და ჩვენი თვალით ვნახოთ ყველაფერი, რატომ უნდა გამოვიყენოთ სანქციები“, - განაცხადა ლანდსბერგისმა. 

შეგახსენებთ, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მეექვსე პაკეტზე დაიწყო მუშაობა, მათ შორისაა რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი