იაპონიამ პუტინის ქალიშვილებისა და ლავროვის ოჯახის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

გამოქვეყნდა:

იაპონიამ სამშაბათს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ქვეყნამ 398 რუსეთის მოქალაქის ქონება გაყინა, მათ შორის არიან პრეზიდენტ პუტინის ქალიშვილები  კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა.

ახალი ზომები ასევე ეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს, კერძოდ მის მეუღლეს, მარია ლავროვას და ქალიშვილ ეკატერინა ვინოკუროვას.

სხვა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა, ასევე დააწესეს სანქციები პუტინისა და ლავროვის ოჯახების წინააღმდეგ.

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მუდმივად აფართოებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი